“პროკურატურამ ხარძიანის საქმეზე რამაზ ნიკოლეიშვილი უნდა დაჰკითხოს“

გაზეთი „ასავალ-დასავალი” 2012 წლის 10-16 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუზე წერს. ინტერვიუში ბესიკ ხარძიანი რამდენიმე ადამიანს ასახელებს, რომლებიც მას ებრძოდნენ. სტატიის ავტორის შეფასებით, დასახელებული გვარები სამართალდამცავ ორგანოებს დააინტერესებს. ბესიკ ხარძიანის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის ასახლებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექსმინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილს. ხარძიანი აცხადებდა, რომ სწორედ ნიკოლეიშვილი იყო ის, ვინც მას “კუსტ ტბის“ წილების დათმობა პირადად მოსთხოვა.
„პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაჰკითხოს სააკაშვილის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი. სააკაშვილის რეჟიმის დროს ბიზნესმენების დატერორებასა და ქონების წართმევაში არა მარტო ძალოვანი უწყეები, არამედ ნაციონალური მთავრობის ისეთი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც თანამდებობრივად და ფორმალურად არც პროკურატურასთან და არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ მის ქვესტრუქტურებთან შეხება არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი მაღალჩინოსანი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი, რომლის შესახებაც ბესიკ ხარძიანი 2012 წლის დეკემბერში ჩვენთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობდა.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა დამიბარა ფინანსური პოლიციის უფროსის გელოვანის კაბინეტში და პირდაპირ მითხრა, „კუს ტბა” უნდა დათმო, ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებულიო. რა თქმა უნდა, უარი განვუცხადე და წამოვედი, თუმცა,მეორედ რომ დამიბარეს, ნიკოლეიშვილმა მითხრა – ძალიან ცუდად არის შენი საქმე, თუ „კუს ტბას” არ დათმობ, „მორკინალში” შენს პარტნიორ ჯონი გიგანს დავიჭერთ, შენ კი, ვიცით, რომ კაცური მორალის მატარებელი ხარდა ძმაკაცის გულისათვის მაინც გადმოგვიფორმებ ბიზნესსო… როცა რამაზ ნიკოლეიშვილმა მესამედაც დამიბარა, საუბარს ესწრებოდა თბილისის ყოფილი პროკურორი მამუკა გვარამია. ნიკოლეიშვილმა მითხრა, ცოტა შეგიმსუბუქდა მდგომარეობა, თუ გადაიხდი 5 მილიონ დოლარს, „კუსტბა” შეგინარჩუნდება და სასტუმრო „საქართველოში” შენი პარტნიორებისათვის ჩამორთმეული წილიც შენგადმოგეცემაო”. მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, როგორც ხედავთ, რამაზ ნიკოლეიშვილი, ბესიკ ხარძიანის მტკიცებით, აქტიურად ყოფილა ჩართული ბიზნესმენის დაწიოკებაში და საინტერესოა, საქართველოს მთავარმაპროკურატურამ ნიკოლეიშვილი ამ საქმეზე მოწმის სახით მაინც თუ დაჰკითხა?!”- წერს „ასავალ-დასავალი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები