ნიკოლოზ მჟავანაძე: მამუკა ხაზარაძე კოალიციას ქმნის და ხელისუფლების შესაცვლელად ემზადება

„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ „თი-ბი-სი ბანკის” მფლობელი მამუკა ხაზარაძე კოალიციის შექმნასა და ხელისუფლების შეცვლას აპირებს. როგორც მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავათან” ინტერვიუში აცხადებს, ხაზარაძეს სააკაშვილის რეჟიმის მიმართ გარკვეული ნოსტალგია გაუჩნდა და კოალიციიის შექმნასაც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებთან ერთად აპირებს.
„ბოლო დროს „თი-ბი-სი ბანკის” პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის მიერ გადაცემა „არჩევანის” ეთერში გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ მას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ გარკვეული ნოსტალგია გაუჩნდა. მოგეხსენებათ, ხაზარაძემ თქვა, რომ ის არის დაუცველი… ადამიანი, რომლის ბიზნესიც სააკაშვილის დროს გაიფურჩქნა და ხმას არ იღებდა იმ უბედურებაზე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, დღეს ლაპარაკობს, რომ ქვეყანაში, თურმე, პრობლემებია. ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ ხაზარაძეს რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ის რაღაცისთვის ემზადება! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის მონა-ბიზნესმენებთან ერთად კოალიციას ქმნის და ხელისუფლების შესაცვლელად ემზადება! მამუკა ხაზარაძე ცდილობს, კოალიცია შექმნას იმ ბიზნესმენების მონაწილეობით, რომლებმაც სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დროს იშოვეს უზარმაზარი ფინანსები. მათი მიზანია, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად”, – განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები