თენგიზ კიტოვანი: არაფერს ვნანობ! არაფერს ვნანობ!
სწორ გზაზე მინდოდა, საქართველო დამეყენებინა, – ამის შესახებ გენერალმა თენგიზ კიტოვანმა „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც კიტოვანი აცხადებს, საქართველო ზოგიერთი პოლიტიკოსის უსაქციელობის გამო მივიდა დღევანდელ მდგომარეობამდე, რაც ამერიკული პოლიტიკის შედეგია. მისივე თქმით, დღეს თუ არსებობს საქართველო, როგორც სახელმწიფო, ეს მისი დამსახურებაა, რადგან, მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქვეყანას ვერ მართავდა.
„გამსახურდია ხელისუფლებაში დიდხანს რომ დარჩენილიყო, საქართველოს მმართველი მანანა იქნებოდა და კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა ქვეყნის საქმე. სამწუხაროდ, ზვიადი სუსტი მმართველი აღმოჩნდა, თორემ, თავიდან მეც ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიდექი. ჩვენს შორის განხეთქილება მის მიერ ჯართან დაშვებული შეცდომების გამო მოხდა. ეს იყო და ეს!”- აცხადებს კიტოვანი.