“უკრაინული მედია სააკაშვილს „უკრაინის მთავარ რეკეტიორს“ უწოდებს!”

„უკრაინული მედია უკვე განგაშის ზარებს არისხებს და სააკაშვილს „უკრაინის მთავარ რეკეტიორს” უწოდებს!”- ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი” დღევანდელ ნომერში წერს.
გაზეთი უკრაინული გამოცემის, „სლოვო.ნეტ-ის” ინფორმაციას აქვეყნებს:
„უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ აამოქმედეს მათ მიერვე შექმნილი გეგმა „გარდატეხა”, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა. გეგმის მიზანია, უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების საჩვენებელი დაკავებები განახორციელონ, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რომ მთავრობა ებრძვის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და წესრიგს ამყარებს ქვეყანაში…”
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასაკავებელ პირთა სია თვით მიხეილ სააკაშვილმა შეადგინა და ამ სიაში მოხვდნენ პირები, ვისგანაც, ზეწოლის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა უკრაინელ ოლიგარქებზე მნიშვნელოვანი კომპრომატების მოძიება. “სააკაშვილმა, როგორც ჩანს, მიიღო ეს კომპრომატები და, გამოცემის მტკიცებით, შანტაჟით, „გაგატელევიზორებთო”, დიდძალ ფულს სძალავს ოლიგარქებს!”- წერს „ასავალ-დასავალი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები