კადეტთა ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიხსნება

თავდაცვის მინისტრის განცხადებით აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა ლიცეუმი გაიხსნება.
როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ქუთაისში არსებული კადეტთა ლიცეუმით დაინტერესება ძალიან დიდია.
“მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ძალიან წარმატებული პროექტია ქუთაისში არსებული კადეტთა ლიცეუმი. კურსდამთავრსებულთა 98 პროცენტი წარმატებით აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მაგრამ 80 პროცენტი აგრძელებს სამხედრო კარიერას. შესაბამისად, აბარებს ან საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ან საზღვარგარეთ, სამხედრო აკადემიებში.
ჩვენ უახლოეს გეგმებში შედის, რომ შევქმნათ ანალოგიური სასწავლებელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, ვინაიდან ძალიან დიდია დაინტერესება კადეტთა ლიცეუმით. ჩვენ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კონკრეტულ ადგილს და კონკრეტულ ინიციატივას აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა ლიცეუმის გახსნასთან დაკავშირებით, სადაც ახალგაზრდებს ასევე ექნებათ განათლების მიღების საშუალება”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები