რას აცხადებს ქართველი სამხედრო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დააჯილდოვა
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს უმაღლესი მთავარსარდალი გადმოგცემს ჯილდოს. ეს პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ რაღაცით ჩემს ქვეყანას გამოვადექი და რაღაცით ვასახელე. განსაკუთრებულად მიხარია ის, რომ დამაფასეს და, შესაბამისად, სახელმწიფო მეთაურის ჯილდო მივიღე”, – აღნიშნული განცხადება სერჟანტმა ალექს ტაბატაძემ სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დიდი ბრიტანეთის ელჩებიც დაესწრნენ.