მამუკა კაციტაძე: სააკაშვილი ის პოლიტიკური ცხოველია, რომელიც არ გაჩერდება
„სააკაშვილი ის პოლიტიკური ცხოველია, რომელიც არ გაჩერდება, თუმცა რთულად წარმომიდგენია გისოსებს მიღმა“, – აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მამუკა კაციტაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. კაციტაძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს პოლიტიკური მომავლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სერიოზული პოლიტიკური მომავლის იმედი არ უნდა ჰქონდეს! არ ვამბობ, რუკიდან გაქრება, ვეღარ დავინახავთ და აღარ ისუნთქებს-მეთქი. სააკაშვილი ის პოლიტიკური ცხოველია, რომელიც არ გაჩერდება, თუმცა რთულად წარმომიდგენია გისოსებს მიღმა. ამას გინდ მფარველობა დაარქვით, გინდ -საქართველოს ხელისუფლების უუნარობა და გინდ – მათ შორის კუდების გადასკვნა, მე ასე მიმაჩნია! ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ გაფორმებული თუ გაუფორმებული ხელშეკრულებებით, კუდები აქვთ გადაბმული, ფაქტია!“ – ამბობს მამუკა კაციტაძე.