შსს-მ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიღო (ფოტოკოლაჟი)

შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. ასევე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ. მაშველებმა ცისტერნა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად ამოიღეს და სპეციალურ მისაბმელზე განათავსეს. ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა მანქანის მძღოლი, რომელსაც დროულად ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გადაყვანილია საავადმყოფოში.

13962_641983855903617_5035689603314669895_n

19699_641983785903624_3124921741778240312_n

10006582_641983779236958_432216142900376686_n

11083626_641983782570291_2410013441198661873_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები