“მერიამ გახოკიძის ქუჩაზე გზა გადათხარა და ამ დრომდე ასეა”
თბილისში, გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლები დედაქალაქის მერიის მოქმედებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, მერიის თანამშრომლებმა მათი ქუჩა გადათხარეს, თუმცა ახალი საფარი დღემდე არ დაგებულა.
ადგილობრივთა თქმით, ქუჩაზე ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელია და გაფუჭებული გზა ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვსაც ზრდის. “თბილისის მერიამ ჩვენს ქუჩაზე გზა გადათხარა და ამ დრომდე ასეა თუ პრობლემას არ მოგვიგვარებენ, იძულებულები ვხდებით აქციები გავმართოთ”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მხოლოდ ციფრები და დახარჯული ფული გაკეთებულ საქმეს არ ნიშნავს და ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცრუობს ნარმანია, როდესაც ამტკიცებს, რომ ქალაქში სამჯერ მეტი საქმე კეთდება, ვიდრე კეთდებოდა.
გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.