თეა წულუკიანმა სოფელ შილდაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა

იუსტიციის მინისტრი სოფელ შილდას ესტუმრა და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა. თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას. მინისტრთან ერთად შილდაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყლის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვრის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას. სულ მალე საზოგადოებრივი ცენტრი კაზრეთში გაიხსნება − იუსტიციის მინისტრმა აქ მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა. ამის შემდგომ 200-ზე მეტი სერვისის ადგილზე მიღებას უკვე შილდის მოსახლეობაც შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები