გიორგი ვოლსკი: საგამოძიებო კომისიის შექმნას პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, არასაქმიანი და მეტადრე, პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს.
„არ გამოვრიცხავ „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივის, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, იყო განხილვა დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, თუმცა არა მგონია, რომ ამას რაღაც საქმიანი საფუძველი ჰქონდეს, უფრო პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები