“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ტრადიციულად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ განუცხადა, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხება.
“მათ შორის, იქნება 4 კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარეების თემა. ვისაუბრებთ ამ კომიტეტების ამოცანებსა და საკითხებზე, რომლებიც ერთობლივად უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე “თავისუფალი დემოკრატების”ინიციატივაც იყოს.
“არ გამოვრიცხავ. ალბათ, ამაზეც იქნება საუბარი, თუმცა არამგონია ამას საქმიანი საფუძველი ჰქონდეს. უფრო პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.