სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლება დასრულდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ასეულის დონის გეგმური ტაქტიკური სწავლება დასრულდა. წვრთნის დასკვნით ფაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის 134 სამხედრო მოსამსახურემ საჩვენებელი წვრთნა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯარისკაცებმა სწავლებაში – „ბრძოლა დასახლებულ ადგილას“ მიიღეს მონაწილეობა. მათ პირობითი მოწინააღმდეგისგან შენობების წმენდის ოპერაცია ჩაატარეს. სწავლების დროს დაცული იყო უსაფრთხოების ზომები.
ორკვირიანი საველე გადამზადების დროს სამხედრო მოსამსახურეები ტოპოგრაფიაში, ნავიგაციასა და ტაქტიკური მარშების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. მათ საცეცხლე და ტაქტიკური მომზადებაც გაიარეს. სამხედრო მოსამსახურეების წვრთნის პროცესი III ქვეითი ბრიგადის დამკვირვებელთა ჯგუფმა შეაფასა.
გეგმიური საველე სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს და იგი პერმამენტულად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები