მაია ფანჯიკიძე: გიორგი ტუღუში არსად წარმიდგენია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკის თქმით, გავრცელებული ინფორმაცი, რომ თითქოს მან ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გაეროს წამების კომიტეტში წარადგინა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვიცი, რომ გაკეთდა განცხადება, თითქოს მე გიორგი ტუღუში წარმედგინოს გაეროში, რომელიღაც თანამდებობაზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასდროს გიორგი ტუღუში მე არსად არ წარმიდგენია. გიორგი ტუღუში 2011 წლის 18 ოქტომბერს გახდა საქართველოს წარმომადგენელი გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტში. იგი აირჩიეს იქ წევრად. ასე რომ, მე მის წარდგენასთან და ამ კომიტეტში არჩევასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მაქვს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის წარდგინებით ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გაეროს წამების კომიტეტშია წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები