მინდია ჯანელიძე: არანარ მასობრივ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია, ჯარისკაცები მშვენრივად არიან
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ჯარისკაცების მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც ჯანელიძემ “მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა, გუშინ საველე სწავლების დროს სამმა სამხედრო მოსამსახურემ ჩივილებით მიმართა სამედიცინო პუნქტს, მათ ადგილზევე გაეწიათ ელემენტალური სამედიცინო დახმარება და დღეს ისინი თავს კარგად გრძნობენ.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია. გუშინ საველე სწავლების დროს სამმა სამხედრო მოსამსახურემ ჩივილებით მიმართა სამედიცინო პუნქტს. მათ ადგილზევე გაეწიათ ელემენტალური სამედიცინო დახმარება. დღეს ისინი ჩვეულებრივად და კარგად იმყოფებიან. არანარ მასობრივ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. ჯარისკაცები მშვენრივად არიან”, – აღნიშნა ჯანელიძემ.