მინდია ჯანელიძე „კაბელების საქმეზე“: ჩვენთვის სულერთი არ არის სამხედრო მოსამსახურეების ბედი

ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ვერც საგამოძიებო პროცესში, ვერც სასამართლო განხილვაში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ე.წ. კაბელების საქმის თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინდია ჯანელიძემ „მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას აღნიშნა, მისთვის სულერთი არ არის სამხედრო მოსამსახურეების ბედი, თუმცა აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს სასამართლო გამოიტანს.
„ე.წ. კაბელების საქმეზე წინასწარი საგამოძიებო პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქმე უკვე გაგზავნილია სასამართლოში, დაველოდოთ სასამართლო განხილვას, ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ვერც საგამოძიებო პროცესში, ვერც სასამართლო განხილვაში. ჩვენი ვალდებულება იყო ის, რომ ხელი შეგვეწყო გამოძებისთვის, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. დაველოდოთ სასამართლო განხილვას, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო იტყვის სათქმელს. აქვე მინდა აღვნიშნო, ჩვენთვის სულერთი არ არის სამხედრო მოსამსახურეების ბედი, ჩვენ ვღელავთ მათ ბედზე, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს ყველა სამხედრო მოსამსახურის ბედზე, თუმცა ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რამენაირად ჩავერიოთ ამ პროცესში“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები