დავით უსუფაშვილმა ებრაელ კოლეგას პასექის დღესასწაული და თანამდებობაზე ხელახალი არჩევა მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ებრაელ კოლეგას იული-იოელ ედელშტეინს პასექის დღესასწაული და თანამდებობაზე ხელახალი არჩევა მიულოცა.
“თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პარლამენტის და პირადად ჩემი სახელით, მსურს მოგილოცოთ თქვენი ხელახალი არჩევა ქნესეთის თავმჯდომარის თანამდებობაზე. გისურვებთ პროდუქტიულ მუშაობას და წარმატებას ამ ძალიან საპასუხისმგებლო მანდატის განხორციელებაში. მე ვისწრაფი ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის არსებული ახლო და თბილი ურთიერთობების მუდმივი გაძლიერებისაკენ. ყველა დონეზე აქტიური საპარლამენტო კონტაქტების არსებობით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს სავაჭრო, ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში და ხელი შევუწყოთ ორმხრივი ხელსაყრელი შედგების მიღწევას. აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ პასექის დღესასწაული, გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა. ებრაელ ხალხს კი ვუსურვებ კეთილდღეობას და წინსვლას”, – ნათქვამია პარლამანტის თავმჯდომარის წერილში.