თავდაცვის მინისტრი ფრანგ დიპლომატებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს რენო სალენსსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრას უმასპინძლა. გეგმიურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დღის წესრიგში არსებული, მიმდინარე საკითხები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში, საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
ფრანგ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი თემა, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო.