პრემიერმა RMG-ის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს
დაუშვებელია, 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა, გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს დღეს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ.
კომპანიის თანამშრომლებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება.
პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.