თავდაცვის სამინისტრო სამხედროების მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედროების მასობრივ ინტოქსიკაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2 აპრილს, საველე სწავლების შემდეგ, სამმა სამხედრო მოსამსახურემ, მიმართა ლაზარეთს, სადაც დადგინდა, რომ მათ მცირედი პრობლემა ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი) ფონზე შეექმნათ. სამხედრო მოსამსახურეებს აღმოუჩინეს ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. ისინი იმ საღამოსვე დაუბრუნდნენ ქვედანაყოფს და გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
“თავდაცვის სამინისტრომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა წერილით, რათა ლაბორატორიულად შემოწმდეს საკვები და სასმელი წყალი. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო მსგავს ლაბორატორიულ შემოწმებებს პერიოდულად ახორციელებს შერჩევითი მეთოდით“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საკვებით 90-მდე ჯარისკაცი მოიწამლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები