დღეიდან მდინარე მტკვრის დონე მოიმატებს

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქეთის მხარემ წყალი უკვე გამოუშვა. აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აფრთხილებენ.
თუმცა ამ დროისათვის მტკვრის დონე ასპინძის მუნიციპალიტეტში მომატებული არ არის. ჯგუფები ასპინძის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში არიან მობილიზებული. მათი ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში მტკვრის დონემ მკვეთრად მოიმატოს, ამიტომ მდინარის კალაპოტთან მცხოვრებ ოჯახებს სიფრთხილე მართებთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო ჯგუფები ადგილებზე გვიან ღამემდე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარმა კლება ნოემბრის თვეში დაიწყო. აღნიშნულ პრობლემაზე სახელმწიფომ ოფიციალური განცხადება დეკემბერში გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყლის დონის კლება თურქული მხარის მიერ ზამთრისთვის წყალსაცავების შევსებამ გამოიწვია და მას ჰესის პროექტთან კავშირში არ ჰქონდა.

11116184_929636260392201_1306574893_n

11134367_929636313725529_4080843_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები