“მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
დღეს, 15:00 საათზე ,”მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ცვლილებები აღნიშნულ კანონში ძალაში 1 აპრილიდან შევა. რეგულაციები კი მომდევნო სამი წლის მანძილზე ამოქმედდება. კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად ყოველ სამაუწყებლო საათში რეკლამის 20 %-იანი ლიმიტია დაწესებული, რაც 1 საათში 12 წუთს შეადგენს. გაიმიჯნა სასპონსორო და სარეკლამო მომსახურების პირობები.
დღევანდელი საინფორმაციო შეხვედრის მომხსენებელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაურია.
შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის ინიციატივით იმართება. დასწრება თავისუფალია. მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” – ლადო ასათიანის №62.