სოფელ ვარდისუბანთან ტერიტორიას სამშენებლო ნარჩენებისგან ასუფთავებენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 1 580 210,57 ლარია. ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავების პროცესი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.