საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქვეყნის პირველი ლეი მაკა ჩიჩუა აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს ვინს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებაში საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. „მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში და გამოვთქვა რწმენა, რომ ეს თემა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს საზოგადოებაში და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ძალიან კეთილი საქმის განხორციელებაში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები