აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს
საყდრისის საბადოს თანამშრომლები პარლამენტში შესვლას და დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს, რის შემდეგაც მათ პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს.
საყდრისის საბადოს თანამშრომლებმა ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებთან შევხედრის მოტივით გამართეს. მათ სურდათ გაერკვიათ, რატომ ითხოვდნენ ისინი საყდირისის საბადოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და რატომ სურთ საბადოს 3 000 თანამშრომელი უმუშევარი დარჩეს. პარლამენტის შენობისათვის კვერცხების სროლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ქუთაისის პარლამენტი დატოვეს.