საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ

სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინდია ჯანელიძემ, იშმეთ ილმაზმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. გმირთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები