„თუ ნატოსა და ევროკავშირში გვინდა, კეთილი უნდა ინებონ და ქვეყანა დასავლური ევროპული სახელმწიფოსავით მოაწყონ“

„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს თავის გამოსვლაში აღენიშნა ის, რომ თუ საქართველოს უნდა ნატოში და ევროკავშირში, მაშინ საქართველო, პირველ რიგში, ამის შესაბამისი სტანდარტების მიღწევას უნდა ცდილობდეს. კეთილი უნდა ინებონ და ქვეყანა უნდა მოაწყონ ისე, როგორც დასავლური ევროპული სახელმწიფოებია მოწყობილი“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიორხელიძის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსის მიუხედავად, ქართულ სახელმწიფოს ჯერჯერობით დასავლეთის ევროპულ სახელმწიფოებთან არაფერი არ აკავშირებს.
„დასავლური ტიპის სახელმწიფოზე უკეთესს ვერ მოვძებნით. პრეზიდენტი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. მან უნდა მოუწოდოს მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ჩვენ ნელ-ნელა ევროპულ სახელმწიფოს დავემსგავსოთ. ჯერჯერობით ქართულ სახელმწიფოს დასავლეთის ევროპულ სახელმწიფოებთან არაფერი არ აკავშირებს – არც კონსტიტუცია, არც სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობა, არც ერთმანეთთან დამოკიდებულება და არც შედეგი. პოლიტიკაში ერთადერთი შემაფასებელი შედეგია“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები