თამარ ბერუჩაშვილი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტისას ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და მათი განვითარების გზებზე ისაუბრეს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, ამასთან, ორი ქვეყნის წარმომადგნელებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ამოქმედებაზეც. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ბელგიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე, როგოეც საქართველოს ტერიტირიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ბელგიური მხარის დაინტერესება, სავაჭრო მისიით ეწვიო საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები