პრეზიდენტი: იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი დისკუსია წაადგება ქვეყნის განვითარებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში რიგით მეორე მოხსენების დასრულების შემდეგ დარბაზში შეკრებილ დეპუტატებსა და ფრაქციების თავჯდომარეებს მათი შეხედულებების გაზიარებისათვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დღეს პარლამენტში გამართული სხდომა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. ქვეყნის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის დეპუტატები და მთავრობის წარმოამდგენლები აღნიშნულ პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. “ჩემს გამოსვლაში მე შევეცადე, რომ აქცენტი გამეკეთებინა თვითმართველობის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და პოლიტიკურ პარტიებზე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი დისკუსია წაადგება ქვეყნის განვითარებას”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები