გია ვოლსკიმ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა ტერაქტად შეაფასა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე დღის წინ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის საქმეს შეეხო და მომხდარი ფაქტი მორიგ ტეორისტულ თავდასხმად შეაფასა.
„იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის შემდეგ ეს მორიგი ტერორისტული თავდასხმაა ჩვენს საზოგადოებაზე, თითოეული ჩვენგანის ოჯახზე. ეს იმ განუკითხაობის გამოძახილია, რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში ჰქონდა ადგილი. თუმცა ჩვენ ამ გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და არა მარტო მკვლელებს, არამედ ბოროტების სათავესაც მივაკვლევთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.