ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა

ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა. სწავლების დასკვნით ფაზაზე საარტილერიო ბატალიონის ასეულმა საბრძოლო სროლები D-30 ტიპის ქვემეხებიდან აწარმოა. სამიზნე მანძილი 6-დან 7 კილომეტრამდე მერყეობდა.
სამ ფაზად დაგეგმილი საარტილერიო მომზადების ამოცანას ასეულის შეფასება წარმოადგენდა. სწავლების მეორე ფაზა 17 მარტს დაიწყო და მასში 63 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
სპეციალურად ამ სწავლებისთვის ბატალიონის პირადი შემადგენლობიდან შემფასებელთა ჯგუფია გამოყოფილი, რომლებსაც შესაბამისი საფუძვლიანი მომზადება აქვთ გავლილი. ბატალიონში შემავალი ასეულები ეტაპობრივად შეფასდებიან.
გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები