“ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში დადებითი იმპულსი იქნება“

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ადრე წავიდა და ამისთვის როგორც კოალიცია, ასევე ხალხი მზად არ იყო.
როგორც ვიდეოდიალოგისას კალაძემ აღნიშნა, ექსპრემიერის დაბრუნება პოლიტიკური პროცესებისთვის დადებითი იმპულსის მიმცემი იქნება.
“მოსახლეობა, კოალიცია არ ვიყავით ემოციურად მზად ამ ახალი ეტაპისთვის, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შესაბამისად რამდენადაც სტრესული იყო მისი წასვლა პოლიტიკური პროცესებისთვის, დარწმუნებული ვარ მისი ჩართულობა, რაიმე ფორმით პოლიტიკაში სერიოზულად დადებითი იმპულსი იქნება, რომელიც დიდ ბიძგს მისცემს ზოგადად პოლიტიკური პროცესების განახლებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები