პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ვიზებთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინიციატივა მოიწონეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, “საინტერესო ვარიანტია”.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზვიად კვაჭანტირაძის განმარტებით, პროექტში არის პუნტები, რომლის განხილვაც კარგი იქნება. “მაგალითად, ვიზიარებ, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ვიზის აპლიკაციის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეს როგორც ონლაინ, ასევე მესამე ქვეყნის საელჩოში”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები