ჯეიმს აპატურაი: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა რუსეთის სერიოზულ ზეწოლას განიცდის
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის. რუსეთის მიზანია, რომ ამ ქვეყნებმა საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალონ“ – ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინ კითხვა-პასუხის დროს გააკეთა.
აპატურაის თქმით, საქართველო უკრიანასთან და მოლდოვასთან შედარებით ყველაზე დიდ მხარდაჭერას იღებს თავდაცვისუნარიაონობის გაძლიერების კუთხით. „ნატო საქართველოში საწვრთნელ ცენტრს, ასევე თავდაცვის გაძლიერებისთვის სპეციალურ სკოლას ქმნის“, – ამბობს აპატურაი. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.