დაესწრებიან თუ არა მთავრობის წევრები ხვალ მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში

ამ დრომდე უცნობია, დაესწრებიან თუ არა ხვალ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოხსენებით გამოსვლას მთავრობის წევრები. სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას ქუთაისში წასვლის სურვილი აქვს, თუმცა მისი განცხადებით, დატვირთული გრაფიკის გამო ეს ნაკლებად შესაძლებელი იქნება.
„მე, პირადად, მაქსიმალურად ვეცდები, თუმცა გამიჭირდება ახლა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული გეგმები გვაქვს. გვაქვს დონორებთან შეხვედრა, განვიხილავთ სამომავლო გეგმებს, მათი კონტრიბუციის ნაწილს მიმდინარე წელს. ასე, რომ ძალიან გამიჭირდება ახლა გითხრათ დაბეჯითებით, თუმცა, თუ ამის შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად დავესწრები”, – აცხადებს დანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები