დავით კერესელიძე: თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკებებში საგარეო უწყება ჩართული არ არის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა დავით კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულისაგარეო უწყების კომპეტენცია არ არის.
“ეს არის მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის. მოდით, გავმიჯნოთ კომპეტენციის ფარგლებში კითხვები. მე რამდენადაც ვიცი საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ მოლაპარაკებებში ჩართული არ არის, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და პრეროგატივა, დანარჩენი დეტალები, თუ, რა თქმა უნდა, საჯაროა, შეგიძლიათ, თავდაცვის სამინისტროს ჰკითხოთ”, – განაცხადა დავით კერსელიძემ.