მინდია ჯანელიძე მზად არის, პარლამენტში გამოცხადდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მზად არის, პარლამენტში გამოცხადდეს, შეაფასოს უწყების საქმიანობა და დეპუტატების შეკითხვებს ნებისმიერ ფორმატში პასუხი გასცეს. ჯანელიძის განცხადებით, პარლამენტში მისვლას იმის გამო გეგმავს, რომ ვალდებულია უწყების წინაშე და არა “თავისუფალი დემოკრატების” წინაშე. “მე ვგეგმავ პარლამენტში მისვლას, არა იმიტომ, რომ „დემოკრატები“ ითხოვენ, არამედ თავდაცვის სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთერთი მნიშვნელოვანი უწყება ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ. მე როგორც მინისტრს მიმაჩნია, რომ პერიოდულად უნდა ხდებოდეს პარლამენტისთვის ანგარიშიც წარდგენა. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში მოხდება”,- განაცხადა ჯანელიძემ.