ბრიუსელში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა გაიმართება

პირველ აპრილს ბრიუსელში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა გაიმართება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო მინისტრები დავით ბაქრაძე და პაატა ზაქარეიშვილი. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საუბარი შეეხება მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის ვიცე – პრეზიდენტ ჰანს ტიმერმანსთან და ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან. მინისტრი ასევე შეხვდება თავის ბელგიელ კოლეგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები