ავღანეთში ქართულმა კონტიგენტმა საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარა (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტიგენტმა ოპერაციის რაიონში საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარა. სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩეზაიში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.
ჯარისკაცებთან ერთად ოპერაციაში 51-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია მონაწილეობდა. ქართული ბატალიონის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციურ ჯარებთან და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა პირადად აუხსნა.
საინფორმაციო ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

10432085_956780334354709_8271257133278516633_n

11009387_956778664354876_1688122220920045999_n

11047950_956777087688367_4662598235688246339_n

11081299_956777431021666_424488531286449462_n

11098237_956780224354720_5069238200773296102_n

11102648_956779984354744_1769673006171420183_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები