პრემიერ-მინისტრი თინა ხიდაშელის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე თანახმაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღრიბაშვილი თანახმაა, რომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ თინა ხიდაშელი დაინიშნოს, – ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს “ოცნების” ოფისთან განუცხადა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა გადაწყვეტილია და მას პრემიერი დაეთანხმა.
“ფრაქციის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრემიერი მის კანდიდატურას დაეთანხმა, ამით ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული და გააზრებული,” – აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.
ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელებს საპარლამენტო თანამდებობა დაატოვებინეს. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ვიქტორ დოლიძე იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები