თინა ხიდაშელი: პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის წევრებიც უნდა დაესწრონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლის დროს პარლამენტში უნდა იყოს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სიმბოლიკა, რასაც პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება ჰქვია, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.
“მე ვფიქრობ, რომ მთავრობა იქ უნდა იყოს. აქ არ არის საუბარი პროცედურებზე და იმაზე, კონსტიტუციის რომელ მუხლში რა წერია. ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში რა წერია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს ერთი დღე, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთად ჩანს – ვიზუალურად მაინც. ვფიქრობ, ამას სომბოლური დატვირთვა აქვს და ეს სიმბოლიკა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ასე, რომ ჩემი აზრით, იქ უნდა იყოს მთავრობა, თუმცა მინისტრები მოვლენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია. ვერავინ მათ ვერ დააძალებს და დაავალდებულებს დაესწრონ ამ გამოსვლას”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები