დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და მედიას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და მედიას მიმართავს და სთხოვს მათ, საზოგადოებას ინფორმაციას ნუ მიაწვდიან საკითხის არსში გარკვევის გარეშე.
“ხშირად ვერ ხერხდებოდა ჩვენი სულისკვეთების ბოლომდე მიტანა საზოგადოებამდე იმიტომ, რომ როგორც კი რომელიმე სამუშაო ჯგუფში რაღაც მგრძნობიარე თემა გახდებოდა განსჯის საგანი, იწყებოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას უჭერს მხარს, ვინ რის გამო ამბობს ამას და არ ამბობს იმას, და ა.შ.
მე მინდა ვთხოვო კომისიის წევრებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შევეცადოთ საკითხის არსში გავერკვეთ და არა სხვადასხვა ვარაუდებზე დაყრდნობით მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რადგან როგორც კი ვთქვათ, პარლამენტის უფლებამოსილებაზე ვინმე რამეს იტყვის და ეს იმ წუთში გადაითარგმნება, რომ ვიღაც პარლამენტს ერჩის, ვიღაცას პარლამენტი ან უსუფაშვილი, ან კიდევ უმრავლესობა არ მოსწონს. ასე შორს ვერ წავალთ, ამიტომ საქმიანი საგნობრივი საუბარი არის აუცილებელი ყველა საკითხზე და ეს უნდა მოვახერხოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები