გერმანიის, ხორვატიისა და ჩეხეთის შემდეგ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ფინეთმაც მოახდინა
ფინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად ფინეთის პრეზიდენტს გადაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ევროკავშირს და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში იყო ხელმოწერილი. მისი ოფიციალური ამოქმედებისთვის ევროკავშირის წევრი ყველა – 28 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.