შეხვდა თუ არა სააკაშვილს – ალასანიას განმარტება
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გასულ კვირას ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი ალასანია საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის ბიძას თემურ ალასანიას შეხვდა, თავად ირაკლი ალასანია აბსურდულს უწოდებს. “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი ვინც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნა და ოპოზიციაში წავიდა. “ეს არის აბსურდი, მე რა საერთო უნდა მქონდეს იმ სახელმწიფო მოღვაწესთან, რომელთანაც პირველი დაპირისპირება მქონდა, მის უსამართლობას არ შევეგუე და ოპოზიციაში წავედი, მას შემდეგ რაც 2012 წელს შევცვალეთ ხელისუფლება, ეს ადამიანი აღარც მახსოვს, ჩავთვალე, რომ ეს უკვე გადაფურცლული ისტორია იყო“, – აღნიშნა ირაკლი ალასანია.