კახა კალაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს

 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ გუნდი გადაწყვეტს, რომ ისინი აღნიშნულ მოხსენებას უნდა დაესწრონ, მაშინ ისიც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფიქრობს, რომ ეს პრობლემა არ იქნება: “გუნდში ვიმსჯელებთ ამაზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუმცა, დასწრების მიმართულებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ისიც, რომ თუ გუნდი არ დაესწრება, აქაც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ”, – განაცხადა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ დღემდე უცნობია, დაესწრებიან თუ არა მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც 31 მარტს იგეგმება.პარლამენტში, რომელიც 31 მარტს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები