ემზარ კვიციანი პოლიტიკაში მიდის – რომელ პარტიას შეუერთდა ყოფილი რწმუნებული

კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი პოლიტიკაში მიდის. როგორც კვიციანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, იგი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდა.

კვიციანი საზოგადოებას თანადგომას სთხოვს. „მეგობრებო, დღეს გავწევრიანდი საქართველოს პატრიოტთა ალიანსში, ანუ წავედი პოლიტიკაში. მინდა ყველა თქვენგანს თანადგომა გთხოვოთ და ჩვეული ენთუზიაზმითა და ენერგიით დავიწყოთ უფლის კურთხევით მოქმედება. “პატრიოტებო, ყველა კუთხისა შევერთდეთ! დიდება ღმერთს! დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!“, – წერს კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები