პრეზიდენტმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული განკარგულების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება.
ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა.
დიპლომატი მაისურაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე კი , ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობს.
ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები