„ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლური ორგანიზაციაა, რომელიც გამეცადინებულია, რომ ყველაფერი უარყოფითად გაასაღონ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიცია ხელისუფლების წარმატების დაუნახაობაში დაადანაშაულა. როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამეცადინებულია, რომ ყველაფერი უარყოფითად გაასაღონ.
„ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, როგორც უნდათ, რომ იყოს, განსაკუთრებით ეს ეხებათ „ნაციონალებს“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მავნებლური ორგანიზაცია, რომელიც გამეცადინებულია, რომ ყველაფერი უარყოფითად გაასაღონ. ლარი რომ ამ ნიშნულზე შეჩერდა და უფრო არ დაეცა, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. რა ხდება ჩვენ გარშემო, ყველანი ვხედავთ. ფუნტიც კი არ არის დოლართან მყარ მდგომარეობაში“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები