მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კუბაში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე იმსჯელებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე კუბაში საქართველოს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საკითხი გაიტანა. კერძოდ, საუბარი იყო პროექტზე: “საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის N315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდის მშენებლობის საკითხსაც განიხილავენ: “საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო- ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ” შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად თენგიზ შერგელაშვილის დანიშვნის შესახებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები