თამარ ბერუჩაშვილი: ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესი დამატებით პოლიტიკურ მხარდაჭერას საჭიროებს
საგარეო საქმეთა მინისტის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგის სამიტის შემდეგ მყისიერად არ მოხდება. ამასთან, მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და ჩართულია სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ანგარიში იყოს პოზიტიური, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გვქონდეს შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, როდის მოახერხებენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი, თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში, შენგენის ზონის ქვეყნებში, მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ეს არ მოხდება მყისიერად რიგის სამიტის შემდეგ. ეს საჭიროებს დამატებითი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას, ასევე პროცედურების გავლას. ამ ეტაპების გავლის შემდეგ შესაბამის დროს გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბჭო”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.